logo
ENG



სამნიძე: "საექსპერტო წრეებში" ნეიტრალიტეტზე საუბარი დასტურია, რომ ოცნება სიტუაციას ამოწმებს

22 მარ 202213:57
3 წუთის საკითხავი
 
სამნიძე: "საექსპერტო წრეებში" ნეიტრალიტეტზე საუბარი დასტურია, რომ ოცნება სიტუაციას ამოწმებს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ე.წ. საექსპერტო წრეებში ნეიტრალიტეტზე დისკუსია კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული ოცნება სიტუაციას ამოწმებს.

მისი თქმით,  ქართული ოცნება ვერც კონსტიტუციას შეცვლის და ვერც საქართველოს მოქალაქეებს დაარწმუნებს, რომ ამ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ სჭირდება.

"დისკუსია ე.წ. საექსპერტო წრეებში ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი დასტური, რომ ქართული ოცნება ამოწმებს სიტუაციას, სწავლობს ვითარებას და მან კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის არჩევანი გაკეთებული ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციაში წერია, რა არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, ვერც კონსტიტუციას შეცვლის ქართული ოცნება და ვერც საქართველოს მოქალაქეებს დაარწმუნებს იმაში, რომ ამ ქვეყანას არ სჭირდება ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - თქვა სამნიძემ.


close დახურვა